ავტორი:

როგორი იქნება მსოფლიოში პირველი წყალზე "მოტივტივე ქალაქი" - უნიკალური არქიტექტურა და გეგმა, რომელიც ადამიანებს ოკეანეში ცხოვრების საშუალებას მისცემს

როგორი იქნება მსოფლიოში პირველი წყალზე "მოტივტივე ქალაქი" - უნიკალური არქიტექტურა და გეგმა, რომელიც ადამიანებს ოკეანეში ცხოვრების საშუალებას მისცემს

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის ხელისუფლებას ამბიციური გეგმა აქვს. მათ ოკეანეში დასახლების გაშენება სურთ.

"მოტივტივე ქალაქი“ 10 000 ადამიანს დაიტევს და სხვადასხვა უბნები სპეციალური პლატფორმებით იქნება დაკავშირებული. პროექტის არქიტექტორების და დიზაინერების თქმით, ზღვის დონის აწევით მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად მოიფიქრეს ასეთი პროექტი.

"წყალდიდობისგან დაზღვეული“ პროექტის გეგმა ჯერ კიდევ 2019 წელს შეიმუშავეს და ორგანიზატორები მას შემდეგ საუკეთესო ადგილს ეძებდნენ ქალაქის გასაშენებლად.

წინა თვეში ბუსანთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პირველი "მცურავი ქალაქი“ სწორედ აქ აშენდება.

დასახლების პლატფორმები ზღვის დონის აწევასთან და დაწევასთან ერთად იმოძრავებენ.

პროექტის მთავარი არქიტექტორი დანიელი ბიარკე ინგელსია. მისი თქმით, უბნები ისე შეიძლება დაჯგუფდეს ცენტრალური ნავსადგურის ირგვლივ, რომ უფრო დიდი, 1650-კაციანი სოფლები შეიქმნას. თავად ეს სოფლები კი შეერთების გზით, 10 000 ადამიან ქალაქს შექმნის - სახელწოდებით - Oceanix Citнy, რომელიც აღჭურვილი იქნება რესტორნებით, ურბანული ფერმებით, სამუშაო და დასასვენებელი ობიექტებით.

არქიტექტორებმა ასევე განიხილეს ელექტრონული მანქანების ფლოტები - წყლის ტაქსებითა და მზის ენერგიით მომუშავე ბორნებით, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნების ერთმანეთთან დაკავშირებას გაამარტივებს.

შემოთავაზებული დასახლება იქნება თვითმდგრადი: მოსახლეობას შეეძლება საკუთარი საკვების და ენერგიის წარმოება.

სამხრეთ კორეის სამხრეთ სანაპირო ზოლი, სადაც ქალაქი ბუსანი მდებარეობს, ზღვის დონის აწევის ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა: 2030 წლისთვის ცნობილი ჰეუნდეს სანაპიროს გაქრობას წინასწარმეტყველებენ.

განცხადებაში ბუსანის მერი - პარკ ჰეონ-ჯუნი მიესალმა წამოწყებას და თქვა: "სანაპიროზე მდებარე ქალაქების საფრთხეში ყოფნის გამო, ჩვენ ახალი ხედვა გვჭირდება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ადამიანების, ბუნებისა და ტექნოლოგიების მშვიდობიანი თანაარსებობა.“

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა