"მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში" - ამის შესახებ "დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია "ფეისბუქის“ საკუთარი გვერდზე წერს და ამით დემოკრატიის ვირუალურ სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ელენე ხოშტარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხელშია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელშია შეწყალების საკითხი.
"მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა, მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.
პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.”, - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ქვეყანა.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.
ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.