ავტორი:

"ჩემთვის მისაღებია ბუბა კიკაბიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას  მიშას მისაღებად" - გიული ალასანია

"ჩემთვის მისაღებია ბუბა კიკაბიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას  მიშას მისაღებად" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია იმყოფება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე ალასანიამ განაცხადა, რომ იგი მიესალმება ინფორმაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ ბუბა კიკაბიძემ გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც მზადყოფნას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

"ჩემთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ იყო, თუმცა, ბუბა კიკაბიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, ბუნებრივია, ჩემთვის მისაღებია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმაზე, რომ მოხდეს უკრაინაში მისი გადაყვანა, მე მიშასთან არ ვსაუბრობ, რადგან ვიცი, რომ მძაფრი რეაქცია ექნება. რაც შეეხება რეაბილიტაციას [ქვეყნის გარეთ], თავისთავად, ამის მეც მომხრე ვარ და მიშაც, რა თქმა უნდა, არ იქნება წინააღმდეგი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.