ავტორი:

"მთავრობა აცხადებს, რომ კოვიდით ათიათასობით ადამიანი გარდაიცვალა. თითქოს საამაყო იყოს ეს" - რას წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

"მთავრობა აცხადებს, რომ კოვიდით ათიათასობით ადამიანი გარდაიცვალა. თითქოს საამაყო იყოს ეს" - რას წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

91 წლის ბლოგერი და პედაგოგი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსთერ" დოზით აიცრა.

"დღეს ავიცერი ფაიზერით, წინა ორი აცრა მქონდა ასტრაზენეკით. გაოცებული დავრჩი, რადგან ასაცრელად ჩვენს მეტი არავინ იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხში ამდენი აუცრელია და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხალხში მეტი ინფორმაცია შეიტანონ აცრის მნიშვნელობაზე.

მთავრობა აცხადებს, რომ კოვიდით ათიათასობით ადამიანი გარდაიცვალა. თითქოს საამაყო იყოს ეს. აბრალებენ ხალხს, არ იცავენ რეგულაციებსო. რა ქნას ხალხმა , როცა მთავრობიდან არავინ არ ინტერესდება რატომაა სიკვდილიანობის ასე დიდი მაჩვენებელი აქ - საქართველოში.

ოცნების ხელისუფალნო თუ ვერ ართმევთ თავს კოვიდთან ბრძოლას და მის დამარცხებას, მაშინ გადადექით და ჩააბარეთ ხელისუფლების საჭე ღირსეულთ" - წერს ლამარა აბჟანდაძე.