აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ რუსეთი გადაიხდის "საშინელ ფასს" და დამანგრეველი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში საზღვარზე აშშ-ის ჯარების გაგზავნა არასდროს განიხილებოდა, თუმცა, მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს მოეთხოვებათ მეტი ძალების გაგზავნა აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს მათი თავდაცვა.
”მე აბსოლუტურად მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ ის უკრაინაში გადავა, ეკონომიკური შედეგები მისი ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი და დამღუპველი”, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა, რომელიც გასულ კვირას პუტინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ესაუბრა, თქვა, რომ რუსეთის პოზიცია მსოფლიოში უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკვეთრად შეიცვლებოდა.