სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის სამხედრო ჰოსპიტალთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებად მივიდა.
როგორც სააკაშვილთან შესვლამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახადა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით დასკვნა და რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი.
"დღეს ჩვენთან ერთად, ნერვოლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით.
სამედიცინო შემოწმება მოხდება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით. სამედიცინო შეფასებების და რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნას“ , - განაცხადა ლომჯარიამ.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე არიან შესულება. მათი ვიზიტის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი შევა.