თურქეთში კორონავირუსის ახალი "ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
"ერთი შემთხვევა სტამბოლში, ხუთი კი იზმირში დაფიქსირდა“ , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ.
მისი თქმით, ვინც ახალი შტამით დაინფიცირდა, ძალიან მსუბუქი სიმპტომები დაუფიქსირდათ და არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალიზაცია.
"ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა ინერვიულონ. ვაკვირდებით, რომ "ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, ნაკლებად იწვევს მძიმე შემთხვევებს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.