საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის ღმრთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იაკობი (ავალიშვილი) კორონავიუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოცემა "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.
მამა იაკობის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს "საპატრიარქოს უწყებანიც“
"გარდაიცვალა ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური, პატარძეულის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იაკობი (ავალიშვილი).
მწუხარებას გამოვთქვამთ იღუმენ იაკობის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, მონასტრის წევრებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული იღუმენი იაკობი…“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
ორი წლის განმავლობაში პანდემიას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, არაერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა.