ავტორი:

"რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვის მჯერა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, კარგია, რომ ასეთი განცხადებები მაინც კეთდება" - ლევან ხაბეიშვილი

"რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვის მჯერა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, კარგია, რომ ასეთი განცხადებები მაინც კეთდება" - ლევან ხაბეიშვილი

"რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვის მჯერა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, კარგია, რომ ასეთი განცხადებები მაინც კეთდება. თუ რეალურად სურს ამ კრიზის დასრულება და ჩიხიდან გამოსვლა, მაშინ ყველა გასაღების მის ხელშია" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება განცხადებად არ დარჩება.

"რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვის მჯერა-მეთქი მოგატყუებთ. თუმცა, კარგია, რომ ასეთი განცხადებები მაინც კეთდება და ამ განცხადებას ეს ქალბატონი აკეთებს. თუ პირობითად, რეალურად სურს ამ კრიზის დასრულება და ჩიხიდან გამოსვლა, მაშინ ყველა გასაღების მის ხელშია და ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ამიტომ, მე მჯერა, თუ არ მჯერა, ეს მეორეხარისხოვანია, თუ ეს ქალბატონი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. რადგან გააჟღერა, იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება განცხადებად არ დარჩება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილი შერიგებასთან დაკავშირებით განცხადებებს გამოეხმაურა.

"ჩვენის მხრივ, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციასაც გაცხადებული აქვს, რომ მზად ვართ მოხდეს ეროვნული შერიგება. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია კონკრეტული საკითხები, როგორიც არის სასამართლოს თავისუფლება და დეპოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება. რაც შეეხება ამ აქციაზე სხვა პოლიტიკური პარტიების შეერთებას, ხაბეიშვილის თქმით, ეს მათი გადასაწყვეტია.

"ამ აქციაზე მთავარი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. თუმცა, არამხოლოდ ეს საკითხი, აქ საუბარია, ასევე ეროვნულ შერიგებაზე, თავისუფალ სასამართლოზე და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე. რას გადაწყვეტენ სხვა პოლიტიკური პარტიები ეს მათი საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები და ეს იქნება ძალიან დიდი აქცია“,- აცხადებს ხაბეიშვილი.