ჟურნალ OK-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკო წერეთელი, სოციალურ ქსელში გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს და წერს, რომ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერს ერთ-ერთ საავადმყოფოს რიგში შეხვდა...
"აი, სულ რომ მესმის, განვითარებული ქვეყნების პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ხალხივით იქცევიან და ცხოვრობენო, სულ რომ მინდა, საქართველოშიც ასე იყოს და პრივილეგირებული "ჯიპები" "ბასლაინებიდან“ არ მეკვეტებოდნენს საცობში გაწამებულს, მაგ სერიიდანაა ეს ამბავი.
დილით დედაჩემის რენტგენის გამოსატანად ვიყავი და შემხვდა შემთხვევით, ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით...
ჰოდა, ეს წინასაარჩევნოდ ავტობუსით გასეირნება რომ არაა, ყველა ხვდება და იმედია, იმასაც ხვდება ყველა, რომ უკიდეგანო სანაცნობოს გამოყენება რიგიდან თავის აცილების მიზნით იოლი შესაძლებელია.
მერე რა, რომ მის სელფებს ათასობით მოწონება აქვს და ჩემსას ცოტა, ერთნაირად ვიცავდით რიგს...“ - წერს წერეთელი.