ავტორი:

"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას... პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს" - მიხეილ სააკაშვილი

"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას... პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს" - მიხეილ სააკაშვილი

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი - პარალელურად, საზოგადოებამ საპროტესტო აქტიურობის ინტენსიფიკაცია უნდა მოახდინოს" - ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის "ფეიბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული "ინკლუზიური პროცესები“ განხორციელდება.

"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მითუმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ პროცესებზე", ეს პრაქტიკულად განხორციელდება.

ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“,- წერია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.