ავტორი:

"ნაცმოძრაობა” კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის - საპროტესტო აქციასაც კი, დაბადების დღეზე უანონსებენ საკუთარ წინამძღოლს" - შალვა პაპუაშვილი

"ნაცმოძრაობა” კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის - საპროტესტო აქციასაც კი, დაბადების დღეზე უანონსებენ საკუთარ წინამძღოლს" - შალვა პაპუაშვილი

"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის - ვხედავთ, საპროტესტო აქციასაც კი, დაბადების დღეზე უანონსებენ საკუთარ წინამძღოლს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობა რთულია - ვხედავთ, ე.წ. ტალღას "თავისუფლება მიშას", რომელმაც საზოგადოების ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

"ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებამ ნათლად გასცა პასუხი, რომ არსებობს სამართლებრივი გზები და მართლმსაჯულება, რასაც პატივი უნდა სცენ და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც დეპუტატის ცემა დაუკვეთა, ამაზე არის სასჯელი გამოტანილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ადამიანების მკვლელებს ხელი დააფარა, მას ამაზე სტრასბურგის სასამართლომ ხელი დაადო, რომ ის იყო ჩართული და მან სასჯელი უნდა მოიხადოს.

ასევე პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რაც კორუფციულ საქმეებში იკვეთება, რომ ეს სქემა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო აწყობილი", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.