ავტორი:

"ღვინო უკვე ბევრჯერ გადავიღე და გადასაღები აღარ არის,  თორემ  გადავიღებდი... ჩვენ არ ვაპირებთ ამ აქციაზე მისვლას" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობის" აქციაზე

"ღვინო უკვე ბევრჯერ გადავიღე და გადასაღები აღარ არის,  თორემ  გადავიღებდი... ჩვენ არ ვაპირებთ ამ აქციაზე მისვლას" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობის" აქციაზე

"ადამიანები ვიცვლებით და როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმაც რაღაც გადააფასა. ხომ გახსოვთ, სკანდალურ რაღაცებს სჩადიოდა ხოლმე, კრიზისების და მიტინგების დროს რომ სალობიეში წავიდა, ეს არ იყო ადეკვატური ქცევა, მაგრამ მომწონს ბოლო პერიოდში მისი პოზიცია - მოდით, დავსხდეთ და პოლარიზება დავწიოთ. ეს სახელმწიფოებრივად გამართულია", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლარიზების დაძლევის მიზნით დიალოგის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კონსტიტუციური შინაარსით პრეზიდენტის ფუნქცია არის ის, რომ იყოს მომრიგებელი, დამბალანსებელი. შესაბამისად, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო "და ვნახოთ, რას გააკეთებს“.

"სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, ბოლო დროს ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივად გამართულია. არის კრიტიკა, როგორც ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციასაც გადმოსწვდება ხოლმე და სწორ რაღაცებს ამბობს. ერთ-ერთი, რაც მომეწონა სწორედ ეს განცხადებაა. როგორ უნდა განახორციელოს სტრუქტურულად წარმომიდგენია, მთავარია იყოს გულწრფელი მზაობა. ერთია, რომ შევრიგდეთ და ხელჩაკიდებულებმა კი არ ვიაროთ, შერიგების გარდა უნდა მოხდეს ის, რომ სიტყვა ვთქვათ, პირობა დავდოთ, რომ ვიფიქრებთ ქვეყანაზე, ხალხზე და წინ პარტიულ ინტერესებს არ წამოვწევთ. ეს არის პრობლემა. სიძულვილი იმიტომ არის, რომ "მე, მე, მე“ აქვს ყველა პარტიას ამოჩემებული. ამაში არის პრობლემა, ამ მხრივ მეც ოსტატი ვიყავი, მაგრამ ბოლო დროს, ხომ ხედავთ, მეც აღარ ვილანძღები. ეს არანაირი სტრატეგია არ არის, ჩვენი ამბავი არის ის, რომ საქმეს უნდა მივხედოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება 21 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პარტია "მოქალაქეები“ ამ აქციას არ შეუერთდება.

"ღვინო უკვე ბევრჯერ გადავიღე და გადასაღები აღარ არის, თორემ წავიდოდი და გადავიღებდი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ აქციაზე მისვლას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შეკრების უფლება, მაგრამ ის, რომ მოდით, შევიკრიბოთ და ასე გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს ან სოფლებში კომიტეტი შევქმნათ და ა.შ. სრული სიგიჟეა. სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა არის სამართლებრივი გზა. მეც არ ვენდობი ამ სასამართლოს, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი ბერკეტი არის სტრასბურგის სასამართლო. გაასაჩივროს სტრასბურგში, იმას მაინც ხომ ვენდობით“, - განაცხადა ელისაშვილმა.