ავტორი:

"მათ აეკრძალათ კრედიტის აღება, ევროპაში მოგზაურობა..." - ვინ არიან პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები", რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწერა

"მათ აეკრძალათ კრედიტის აღება, ევროპაში მოგზაურობა..." - ვინ არიან პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები", რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწერა

უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში სამხედრო მოქმედებებისთვის, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით, რუსეთსა და უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში, კარგად ცნობილ გასაიდუმლოებულ სამხედრო კომპანია "ვაგნერს", რომელიც ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელის, "მზარეულის" დაქვემდებარებაშია, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის დიპლომატების განმარტებით, სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ კრედიტის აღება, ევროპაში მოგზაურობა, ასევე მათ გაეყინებათ აქტივები.

novayagazeta.ru-ს ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიაშია რუსეთში კარგად ცნობილი რვა პირი, რომელთაგანაც ოთხი ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე რუსეთის პრეზიდენტთან ერთად არის ასახული, რაც ადასტურებს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ და პუტინმა გამოჩენილი გმირობისთვის პირადად დააჯილდოვა.

ანდრეი ბოგატოვი, ანდრეი ტროშევი, ვლადიმერ პუტინი, ალექსანდრ კუზნეცოვი და დმიტრი უტკინი

ასევე, ევროკავშირის საქნცია შეეხო სამ გავლენიან ორგანიზაციასაც, რომელთა ხელმძღვანელებიც ევგენი პრიგოჟინის, იგივე "მზარეულის" ახლო გარემოცვის წევრები არიან.

"ლიბიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მოქმედებებისთვის, ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე კუზნეცოვი, "ვაგნერის" პირველი თავდამსხმელი ბრიგადის მეთაური, რომელიც 2008 წლამდე მოსკოვთან ახლოს, სოლნეჩნოგორსკის სპეცრაზმის მაიორი იყო. შემდეგ ის ადამიანის გატაცებაში ამხილეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, ვადაზე ადრე 2013 წელს გაათავისუფლეს და ამის შემდეგ, უკვე "ვაგნერებში" ირიცხება. უკრაინასა და სირიაში ოფიციალური სამხედრო მოქმედებებისთვის დაჯილდოებულია ოთხი სიმამაცის ორდენით" - წერს გამოცემა.

"უკრაინის სიაში" შეყვანილი სამი პირიდან ერთ-ერთი სწორედ "ვაგნერი", იგივე, თადარიგის პოლკოვნიკი დმიტრი უტკინია, რომელიც პესკოვის სპეცრაზმის ბრიგადაში ირიცხებოდა.

"ისიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოთხი სიმამაცის ორდენით არის დაჯილდოებული. გავრცელებული ინფორმაციით, აქვს რუსეთის გმირის წოდებაც. არსებული დოკუმენტების თანახმად, უტკინი პირადად მონაწილეობდა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კოორდინაციას უწევდა და გეგმავდა "ვაგნერების" მოქმედებებს" - წერს გამოცემა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უტკინის ბიზნესები მისი მეუღლის სახელზე დარეგისტრირებული რამდენიმე სასურსათო მაღაზიით შემოიფარგლება, მას სავარაუდოდ, ევროპული სანქციები დიდად არ ანაღვლებს.

კიდევ ერთი სანქცირებული, ერთიანი რუსეთის სიით, ასტრანახის ოლქში დეპუტატი, დენის ხარიტონოვია, დონბასის მოხალისე, რომელიც 2020 წლის ბელარუსში, ლუკაშენკოს სპეცსამსახურებმა ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დააკავეს. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, ის ვენესულის ნავთობის საბადოების დაცვასა და უკრაინელი პილოტების ჩამოგდების საქმეში პირადად მონაწილეობდა.

სირიის საქმეებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სიაში ორი აღმოჩნდა, ორივე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გმირის ორდენით დაჯილდოებული. პირველი ანდრეი ტროშევია, პეტერბურგის პოლიციის სპეცრაზმის თანამშრომელი, პოლკოვნიკი.

"შემდეგ უკვე "ვაგნერის" შემადგენლობაში არტილერისტის წოდებით იყო. უფრო ადრე, ავღანეთის ომში მონაწილეობისთვის წითელი ვარსკვლავით არის დაჯილდოებული, შემდეგ კი 2016 წელს, პალმირის შტურმისთვის დააჯილდოვეს. ევროკავშირის დოკუმენტებში ის შემსრულებელი დირექტორის სახელით არის მოხსენიებული. რუსული მედია მას კარგად იცნობს.

"ერთ-ერთი მათგანი ალკოჰოლური კომით სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. ექიმებმა სირიის რუკა, იარაღის და სამხედრო აღჭურვილობით ვაჭრობის დოკუმენტები, ასევე დიდი ოდენობით თანხა რუბლებსა და დოლარებში უპოვეს" - წერს novayagazeta.ru.

კიდევ ერთი რუსეთის გმირი ანდრეი ბოგატოვია, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში სამშვიდობო მისიის მონაწილე ოფიცერია. 2014 წელს სირიაში ერთი ხელი დაკარგა, თუმცა "ვაგნერებში" მაინც დარჩა.

რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებს, ესენია - Евро Полис, ВеладаМеркурий.

პირველი კომპანიის გენერალური დირექტორი პეტერგურგის პოლიციის გადამდგარი უფროსი, ოლეგ ეროხინია, კარგად ცნობილი გმირის, ტროშევის უახლოესი მეგობარი და პუტინის მარჯვენა ხელის, ბიზნესმენ პრიგოჟინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ის მონაწილეობდა სირიაში ნავთობის საბადოების ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრებისგან გათავისუფლებაში. რაც შეეხება Меркурий და Велада -ს ამის უკანაც პრიგოჟინის უსაფრთხოების სამსახური დგას.