ავტორი:

აღმოჩენა მექსიკაში - არქეოლოგებმა იპოვეს აცტეკების აგებული უძველესი საკურთხეველი

აღმოჩენა მექსიკაში - არქეოლოგებმა იპოვეს აცტეკების აგებული უძველესი საკურთხეველი

მას შემდეგ, რაც ესპანელებმა 1521 წელს, სისხლისმღვრელი შეჭრით აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი დაიპყრეს, შემოტევას გადარჩენილმა ოჯახმა, საკურთხეველი მოაწყო საკმევლითა და ადამიანის ფერფლის შესანახი ქოთნით. ამ დახვეწილი ნაგებობის ნარჩენები გარიბალდ პლაზასთან, არქეოლოგებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს.

მექსიკის კულტურის მინისტრმა ისაუბრა ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოჯახისთვის ამგვარი ძღვენი ნიშნავდა მათი ცხოვრებისა და ცივილიზაციის ციკლის დასასრულთან მიახლოებას.

საკმევლის ასანთები

ნაგებობის ინტერიერის ნაწილი, სადაც რიტუალები უნდა ჩატარებულიყო, მიწიდან 4 მეტრის სიღრმეშია. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩნინეს რამდენიმე ფენა ადგილისა, სადაც წესით ოჯახის სახლი უნდა ყოფილიყო. აქვე იპოვეს საკმევლის 13 ასანთები ნივთი, ჭიქა, თეფში და ქოთანი, რომელშიც კრემაციის შემდგომ გარდაცვლილის ფერფლი იყო მოთავსებული.

ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა, აცტეკების დედაქალაქის დაპყრობის 500 წლისთავს ემთხვევა. მექსიკის მთავრობამ, ამ ისტორიულ მოვლენას მიუძღვნა Templo Mayor-ის მშენებლობის დასრულებაც, რომელიც აცტეკთა ცივილიზაციის ყველაზე წმინდა ადგილი იყო და ახლა ის მეხიკოს ცენტრში იქნება განთავსებული.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა