საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3470 ადამიანი გამოჯანმრთელდა.