ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ტალახაძემ ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერ დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო. აკვრაში კი 247 კგ-ით დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 257 კგ დაძლია, მესამე ცდაზე კი - 267 კგ, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
"ჩვენ დღეს მეხუთედ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში! მოვხსენით ყველა დროის რეკორდები...
ატაცი 225 კგ
აკვრა 267 კგ
ორჭიდი 492 კგ.
Lasha Talakhadze მადლობა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული.
"ველოდი გამარჯვებას, მთელი მობილიზება ჩავრთე, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა", განაცხადა ლაშა ტალახაძემ "ტვპირველთან" საუბრისას.