ავტორი:

“ნაციონალური მოძრაობა“ სხვებს უწუნებს, რომ ივანიშვილის ყმები არიან - ბელადომანია არ არის, მხარდამჭერებს რომ საკუთარ დაბადების დღეზე აგროვებ?!" - ალეკო ელისაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა“ სხვებს უწუნებს, რომ ივანიშვილის ყმები არიან - ბელადომანია არ არის, მხარდამჭერებს რომ საკუთარ დაბადების დღეზე აგროვებ?!" - ალეკო ელისაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა“ სხვებს უწუნებს, რომ ივანიშვილის ყმები და ბელადის მორჩილები არიან და ბელადომანია არ არის, როცა მხარდამჭერებს საკუთარ დაბადების დღეზე აგროვებ?! თან გათავისუფლების მოთხოვნით, რაც სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ძალიან უხერხულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს დარაზმვას საკუთარ დაბადების დღეს - 21 დეკემბერს აპირებს.

“ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იგივეს აკეთებს, რაშიც ის "ქართულ ოცნებას“ დასცინის. ზუსტად ეს არის ბელადომანია. ავლენენ ბელადის მორჩილებას. მიხეილ სააკაშვილს ადგილას მხარდამჭერებს მოვუწოდებდი, როცა გინდათ შეიკრიბეთ, გარდა 21 დეკემბრისა! აქეთაც და იქითაც ბელადომანიით არიან გატაცებული. ეს არის ფაქტი და ერთმანეთს სულ ტყუილად დასცინიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.