ავტორი:

ვინ არის და რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის რძალი, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება - ედუარდ სააკაშვილის ცოლის იშვიათი ფოტოები

ვინ არის და რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის რძალი, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება - ედუარდ სააკაშვილის ცოლის იშვიათი ფოტოები

2018 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ექსპრეზიდენტის უფროსი ვაჟი ედუარდი ებრაული წარმოშობის გოგონაზე დაქორწინდა. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ადინა სპერტუს მეჰუსი ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლებოდა ქართულს.

ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ, უფროსი ვაჟი, ედუარდი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, თუმცა მისი მეუღლე კამერების წინ არ გამოჩენილა. ადინას პროფილი არც სოციალურ ქსელში იძებნება.

სააკაშვილის რძალი საზოგადოების ყურადღებას თავს არიდებს. ადინა რამდენიმეჯერ გამოჩნდა სააკაშვილების ოჯახურ ფოტოზე, ერთხელ საახალწლო ნაძვის ხესთან...

მეორედ კი მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის ქორწილში, ამერიკაში ქმართან, ედუარდთან ერთად ჩავიდა.

მართალია, საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის მიხეილ სააკაშვილის რძლის შესახებ, მაგრამ მისი "ლინკდინის" პროფილიდან რამდენიმე საინტერესო დეტალი გავიგეთ. ადინა პირად გვერდზე თავისი ინტერესის სფეროების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და.ა.შ.

"ჩემი ყურადღების სფეროებშია ისეთი საკითხები, როგორებიცაა მდგრადი მიწოდების ჯაჭვი, ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება, გარემოს მდგომარეობა“, - წერს ადინა.

ადინა სპერტუს მეჰუსი სწავლობდა საჯარო პოლიტიკას ჰერტას სკოლაში, მისი სპეციალობა კი კონკრეტულად მონაცემთა ანალიზი იყო. მუშაობდა არაკომერციულ სექტორში მდგრადობისა და წრიული ეკონომიკის თემებზე. ადინა გარემოს საკითხების თეორიასა და პრაქტიკაში ბაკალავრის ხარისხს ფლობს, ასევე არის სტატისტიკის სპეციალისტი.

აქვს დიდი გამოცდილება გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. სტაჟირება აქვს გავლილი, ატლანტაში დაავადებისა და კონტროლის ცენტრში. ასევე მუშაობდა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში. ფლობს გერმანულ, ინგლისურ და ნიდერლანდურ ენებს.

ედუარდ სააკაშვილის მეუღლე ამჟამად ანალიტიკოსად RCS Global Group-ში მუშაობს. ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია, რომ წარმოებამ, ვაჭრობამ პოზიტიური გავლენა მოახდინოს პლანეტასა და ადამიანებზე. მათი მიზანია, ბუნებრივ რესურსებზე მწარმოებლებს ჰქონდეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო მეტად გამოიყენონ სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიები.

ადინასა და ედუარდის ქორწინების შემდეგ, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქალი ვიზუალურად დედამთილს ჰგავს. ედუარდ სააკაშვილი ერთი თვის წინ რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობდა, რომ ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად. ედუარდმა ოჯახის ყველა წევრზე ისაუბრა, მეუღლესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს