"მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას უკრაინასა და საქართველოში", - ამის შესახებ სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე ვენის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ გავრილოვმა განაცხადა.
"ასე მგონია. ან პასუხი სრულიად განსხვავებული იქნება", - აღნიშნა გავრილოვმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ დაუშვებს მისი წინადადებები უგულებელყონ.
დიპლომატის თქმით, ვაშინგტონის პირველი რეაქციის მიუხედავად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა.
გასულ კვირაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.