მსახიობი ჯეიმს ფრანკო, ბრალდებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, აღიარებს, რომ თავისივე სტუდენტებთან სექსი ჰქონდა. "სექსუალურ გადაცდომებში" წლების წინ სტუდენტებმა ის ჯგუფურად დაადანაშაულეს.
ისინი აცხადებდნენ, რომ ფრანკო გამოირჩეოდა სექსუალური გადაცდომის შემცველი ქცევებით. აღნიშნულის გამო მას 2.2 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდაც მოუწია.
მსახიობმა ყოველივეს შესახებ საჯაროდ ახლახანს, The Jess Cagle-ის პოდკასტში ისაუბრა და თქვა, რომ სტუდეტებთან სექსი ჰქონდა - "მე მათთან მეძინა და ეს შეცდომა იყო“, - აღნიშნა ფრანკომ.
მან ასევე ისიც თქვა, რომ სტუდენტებისთვის ლექციების წაკითხვა მათ მიმართ სექსუალური სურვილების განხორციელების მიზნით არ დაუწყია.
"მე ამდენ ხანს ჩუმად ვიყავი, რადგანაც არიან ჩემზე განაწყენებული ადამიანები და მე მათი მოსმენა, მათი აზრების გაგება მჭირდებოდა", - აცხადებს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
ცნობისთვის, სარა თიტერ კაპლანი და ტონი გაალი ის ქალები არიან, რ ომლებიც ფრანკოს ლექციებს ესწრებოდნენ და რომლებმაც თქვეს, რომ მსახიობი ცდილობდა თავისი გავლენის ქვეშ მყოფი მდედრობითი სქესის სტუდენტთა წრე ჰყოლოდა, რომლებთანაც შემდეგ ის სექსუალურ კავშირს ამყარებდა.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ფრანკომ ისაუბრა სექს დამოკიდებულებაზე, მისი თქმით, წლების განმავლობაში ეს სტანჯავდა და "ახლა თავს მოერია, კონცენტრირდა საქმეზე და შეიცვალა."