ავტორი:

"კი ღლიცინებდნენ ლეიბებზე, მაგრამ დღეს რომ ვუყურებდი, კი დასჭირდათ ლეიბები და კარვები" - თაკო ჩარკვიანი

"კი ღლიცინებდნენ ლეიბებზე, მაგრამ დღეს რომ ვუყურებდი, კი დასჭირდათ ლეიბები და კარვები" - თაკო ჩარკვიანი

"კი ღლიცინებდნენ ლეიბებზე, მაგრამ დღეს რომ ვუყურებდი, კი დასჭირდათ ლეიბები და კარვები", - განაცხადა kvirispalitra.ge -სთან პარლამენტის წევრმა, ოპოზიციის ერთ- ერთი ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ნაციონალური მოძრობის" ოფისთან დაწყებულ შიმშილობის აქციაზე საუბრისას. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

თაკო ჩარკვიანი:

- გონივრული ვთქვი და აგერ დამტკიცდა დღეს. ამ ყინვაში კარავში ლეიბს შეიტან და გამათმობელსაც შეიტან, აბა, რა იქნება. მე მაინც მგონია, რომ დაგვიანებულია ეს ყველაფერი. 3 ოქტომბრიდან მოყოლებული რამდენი დრო გავიდა, თუ ამას აპირებდნენ, ამ დროს რას კარგავდნენ? კარგი ამინდიც გამოსაყენებელი იყო. 2 თვე ამ წიწინ-წიწინში გავიდა, შიმშილობა თუ იწყებოდა ასეთი მაშტაბური, უნდა გაკეთებულიყო ადრე. ეს ამბავი მეუხერხულობა, რომ ვამბობ, მაგრამ ვსაუბრობ როგორც ამ პროცესის დიდი გულშემატკივარი.

- ლიდერები თუ იყავით საქმის კურსში, რომ ეს იგეგმებოდა?

- ლიდერები არ ვიყავით საქმის კურსში, ბევრმა აქციაზე გაიგო და ამიტომ ვამბობ, მეტი კოორდინაცია უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, ეს არ იქნებოდა ურიგო. ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ვკითხოთ ერთმანეთს აზრი. მე ვამბობ, ეს ფორმა თუ გადაწყდებოდა, ჯობდა რუსთაველზე გაშლილიყო კარვები და რაც ოფისთან გაკეთდა, თუნდაც ეს გაკეთებულიყო რუსთაველზე. ახალი არაფერი გამოუგონიათ, რაც იყო ადრე, ის ატრიბუტიკაა გასაწყობად. რაოდენობრივად ბევრი ადმიანი იყო მზად გუშინ იქ დასარჩენად. შიმშილობის შეთავაზება რთულია ადამიანისთვის, რადგან ჯანმრთელობის შერყევას იწვევს, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, ამას ერთი და ორი პატარა პარტია ვერ გააკეთებს, ამას როცა აკეთებს სრულიად ოპოზიცია, მაშინ აქვს ეფექტი.

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სამი თვე ოპოზიცია იყო რუსთაველზე და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სწორედ ეს არის დისკომფორტი. არა მგონია, ეს აღვირახსნილი ხელისუფალი შეწუხდეს იმის გამო, რომ "ნაცმოძრობის" ოფისში შიმშილობს და ჯანმრთელობას ირყევს ხალხი. სადაც პარლამენტის წინ გაშლილი კარავი და სად - იქ. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად