ავტორი:

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - ადგილზე დაკავებული ძმები წულუკიძეების ახლობლები აქციას მართავენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - ადგილზე დაკავებული ძმები წულუკიძეების ახლობლები აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სპორტსმენების, ძმები წულუკიძეების ოჯახის წევრები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.

როგორც მთავრობის სახლთან შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრად ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ძმები წულუკიძეები რამდენიმე თვის წინ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაპირისპირებისას დააკავეს. წულუკიძეების ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პირადი პატიმრები არიან და მათზე პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

შეკრებილების თქმით, ძმები წულუკიძეები ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან და თორნიკე რიჟვაძემ მათზე შური იძია.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციებს კვლავ გამართავენ.

ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში მომხდარი დაპირისპირების გამო შვიდ პირს 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.