ავტორი:

"მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ" - კამალა ჰარისი

"მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ" - კამალა ჰარისი

"ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი" - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში.

"ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ტერიტორიული მთლიანობა. ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დავაწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კითხვაზე, დაუწესებენ თუ არა სანქციებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინს, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ კონკრეტულ სანქციებზე საუბარი არ სურს.

"კონკრეტულ სანქციებზე საუბარს არ ვაპირებ. გავიმეორებ, რომ სანქციების ტიპი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სანქციები, რომლებიც აქამდე არ დაგვიწესებია,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.