ავტორი:

"პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა მკურნალობა დასრულებულია" - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

"პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა მკურნალობა დასრულებულია" - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ის გაწერეს საავადმყოფოდან. ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განმარტა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, რის გამოც აღელვების ნიადაგზე წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა.

როგორც ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, აღნიშნულის გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ.

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა ბრეგაძემ