ავტორი:

"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტორებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

ყიფშიძის თქმით, კლინიკის დირექტორის ეს განცხადება ძალიან აღმაშფოთებელი იყო.

"არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი-ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

რაც შეეხება ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, გოგორიშვილმა თქვა, ის, რაც თქვა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

"არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ როცა ვნახე ეს ქალბატონი კამერების წინ, ადამიანურად ძალიან დამწყდა გული", - განაცხადა ყიფშიძემ.

რაც შეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ყიფშიძის თქმით, მას არ უნახავს პაციენტი, "მაგრამ სიტუაცია ალბათ ბევრად დამძიმებულია".

"რამდენჯერაც არ შემიშვეს ამ თუ იმ ციხეში პრეზიდენტის სანახავად, ყოველთვის რაღაც მოხდა, საუბედუროდ", - აცხადებს ყიფშიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.