უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რაც უფრო „უსინდისოდ მოიქცევა ოცნება“, პროტესტი მით უფრო მწვავე ფორმით გაგრძელდება.
ამასთან, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ექიმ ნინო გოგორიშვილზე ზეწოლა განხორციელდა.
"ისევ ძალადობა და არა ადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა,
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოსცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა - სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით - მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!“, - წერს ნიკა მელია.