ავტორი:

"კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები!" - ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

"კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები!" - ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები! - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ამ კანონპროექტის ხელმომწერო კაცებო, და ამ კანონპროექტის მხარდამჭერებო, თქვენ ახლა ატარებთ რეპრესიებს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ! ლონდა თოლორაია, ჩემი მხარდაჭერა ძლიერ ქალს და კეთილსინდისიერ და მისაბაძ საჯარო მოხელეს!“ - წერს ნინო ლომჯარია.

პარლამენტი დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.