ავტორი:

"ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ" - იაგო ხვიჩია

"ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ" - იაგო ხვიჩია

"გირჩი" პარლამენტის თავმჯდომარედ, შალვა პალუაშვილს არჩევას მხარს დაუჭერს. როგორც "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ისინი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავლენ.

"ქართულ ოცნებას" აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ თავისივე დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარე ჩაანაცვლოს მეორე თავმჯდომარით. ჩვენ არც წინა თავმჯდომარესთან გვქონდა მტრული დამოკიდებულება და არც შალვა პაპუაშვილის მიმართ გვაქვს მტრული დამოკიდებულება. ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება.