ავტორი:

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა.

კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ იყო პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.