ავტორი:

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატები შევიდნენ

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატები შევიდნენ

საქართველოს ყოფილ პრეიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. უფლებადამცველებს სააკაშვილთან შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან განცხადებებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.