ავტორი:

"კომუნიკაბელური არ არის, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს... დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია" - გვარამია სააკაშვილზე

"კომუნიკაბელური არ არის, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს... დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია" - გვარამია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის საშუალებით გადააადგილდება.

"მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია. კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ხვალ იქნება განცხადება. სუსტად არის, ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ახლა, შეხვედრისას ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი, რაც, ჩემი აზრით, მძიმეა.

იკვეთება, რომ ადამიანი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. ვნახე ფორმა 100. შემიძლია გითხრათ, რომ ორივე, 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი ყალბია. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამოღებულია“,- განმარტავს გვარამია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებული არ არის, პირიქით, უარესადაა.

"მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგივე წონით დაბრუნდა, რითიც გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეფიდინგით მისი აღდგნა არ მოხდა. არც წონის მატება აქვს. წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რა მდგომარეობაშიც გორში იმყოფებოდა, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს“,- აღნიშნავს გვარამია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.