"ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ, არ მიყვარს, ქეთი რომ მებუტება. ამიტომ, თუ ისე მოხდა, რომ რამის დათმობა არ შემიძლია, მერე დავდევ და ვეხვეწები, შემირიგდეს. ზოგჯერ შესარიგებლად საჩუქრებსაც ვჩუქნი. თუმცა შერიგების სხვა მექანიზმებიც არსებობს..."
საჩუქრებითა და მომავლის იმედით ხვდება ახალ 2022 წელს ვაშაძეების ოჯახი. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი მეუღლე ქეთი სიჭინავა წინასაახალწლო განწყობაზე, წარსულში დარჩენილ პრობლემებზე, სიყვარულსა და სხვა ბევრ საინტერესო ამბებზე გვესაუბრებიან. როგორც ქეთი ამბობს, ახალ წელს ყოველთვის სამარხვო სუფრით, შვილებთან ერთად მომზადებული გოზინაყით და გიორგის მოტანილი ჩიჩილაკით ხვდებიან.
გიორგი ვაშაძე: - მე და ქეთი ჩვენს პირველ ახალ წელს თავისუფლების მოედანზე, ღია ცის ქვეშ შევხვდით... მერეც სულ ვცდილობდით ბავშვებიანად ღია ცის ქვეშ, ფოიერვერკების თანხლებით შევხვედროდით ახალი წლის შემობრძანებას. სამწუხაროდ, პანდემია ამის საშუალებას აღარ გვაძლევს. ჩემთვის 2021 წელი ძალიან რთული იყო - "კოვიდის" გამო მამა დავკარგე.
არც პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით იყო დალხენილი პერიოდი. სამწუხაროდ, ვერც ის შანსი გამოვიყენეთ, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით მოგვეცა. რატომ ვერ გამოვიყენეთ? იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა ქვეყანაში ახალი ეტაპის დაწყებაზე, განვითარებაზე და ვიწროპარტიული ინტერესები დააყენა წინ. ახალ წელს ისევ და ისევ პოლიტიკური კრიზისით ვხვდებით, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში.
- პოლიტიკა რამდენად არის შემოჭრილი თქვენი შვილების ცხოვრებაში?
ქეთი: - ყველანაირად ვიცავ შვილებს პოლიტიკისგან. ბავშვები გიორგის ოპონენტების შვილებთანაც მეგობრობენ და არ მინდა დისკომფორტი შეექმნათ. ჩემი ვაჟი კახი კალაძის ვაჟის თანაგუნდელია ფეხბურთში და არ მინდა მათ მეგობრობას მამების პოლიტიკურმა პოზიციამ ხელი შეუშალოს... განაგრძეთ კითხვა