ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2021 წელი წარმატებით დაასრულა. ამის მაჩვენებელია, არა მხოლოდ უნივერსიტეტის მაღალი რეიტნგი, არამედ ის შედეგები რომლებსაც სტუდენტებმა KIU-ში სწავლისას მიაღწიეს. პანდემიის მიუხედავად, KIU-ში სასწავლო პროცესის პარარელურად საფუძველი ჩაეყარა და განახორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემას. ახალგაზრდები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.
გასული წლის შედეგების მიხედვით, მაგალითად, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებს შორის, გერმანელმა პროფესორებმა 15 საუკეთესო შეარჩიეს. ახალგაზრდები სასწავლო პროგრამით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში გაემგზავრნენ, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს.
ბატონი ალექსანდრეს შეჯამება:
წელს KIU-მ მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები როგორიცაა: ინოვაციების საზაფხულო კურსი KIU-ს სტუდენტებისთვის, მათემატიკის საზაფხულო სკოლა „ალგებრისა და ანალიზის ზოგიერთი სტრუქტურა და გამოყენება“, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის საზაფხულო სკოლა „ციფრული აზროვნება 2021“, π დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კონკურსი KIU π-DAY MATH CONTEST, KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალი KIU VISUAL MATH FEST, მათემატიკის ზამთრის სკოლა „კალკულუსის ზოგიერთი რჩეული საკითხი“. ასევე მხარი დაუჭირა ფოტო კონკურსს KIU Photo Contest, რომელიც საქველმოქმედო ფონდ ქართუსთან ერთად ჩატარდა.
KIU აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდების გამოვლენას. ამ მიზნით ფონდი აქტიურადაა ჩართული ისეთ პროექტებში როგორიცაა: მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსი „M ვექტორი“; საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი განათლების მიღებით მოტივირება. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები KIU-ში მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობენ. უნივერსიტეტი მათ სრულად უფინანსებს სწავლის და კამპუსში ცხოვრების გადასახადებს.
KIU-ში წარმატებით ხორციელდება სტუდენტური გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა სხვადასხვა სტუდენტური ინიციატივები და ბიზნეს იდეები.
უნივერსიტეტმა პროგრამების განვითარების, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა ინოვაციური იდეების მხარდაჭერის მიზნით, 2021 წელს, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან, საქართველოს რაგბის კავშირთან, განათლების საერთაშორისო ცენტრთან, საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებთან (დაფუძნდა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემის მიზნით, ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობას, ორგანიზებას უწევდა საჯარო ლექციებს. საჯარო ლექციების წასაკითხად იწვევდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, STEM დარგის წამყვან სპეციალისტებს, ხელოვანებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ გასულ წელს შექმნა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს KIU-ს განვითარდეს, როგორც რეგიონის წამყვანი სამეწარმეო უნივერსიტეტი, უზრუნველყოს ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა და სტუდენტები მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. KIU-ს მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: სიმენსი (Siemens), ჰილტი ჯგუფი (Hilti Group), დელოიტი (Deloitte DCE), პეპ-დიზაინი PEPDesign, ევროპის აერონავტიკის კომპანია - European Aeronautic Defence and Space Company (EADS Germany), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია ”ქალები მომავლისათვის”, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში. უკვე მუშავდება კონკრეტული პროექტები და მომავალ წელს KIU-ს ორგანიზებით მასშტაბური ბიზნეს ფორუმიც იგეგმება, რომლის მიზანს არა მხოლოდ KIU-ს, არამედ ქვეყნის პოტენციალის გაცნობა წარმოადგენს.
2021 წელს KIU-მ უმასპინძლა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. მათგან 15 ქვეყნის გუნდი KIU-ს კამპუსში იყო წარმოდგენილი. ჩემპიონატი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ფიზიკის მსოფლიო თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) ისტორიაში, წელს პირველად, CELA-ს ბორდის სხდომა ჩატარდა ქუთაისში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში უამრავი უცხოელი დელეგატი სტუმრობდა KIU-ს, ქუთაისს.
KIU-მ GITA-სთან ერთად განახორციელა პროექტი - სტარტაპის სასწავლო კურსი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაევლოთ სტარტაპ-კურსი, ინოვაციებისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და დასაქმების ხელშეწყობას. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ტექნოლოგიურ სივრცეში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოსწავლეთა მოსამზადებელი პროგრამები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, KIU-ს პროფესორები იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს STEM დარგებში გამოცდილებას უზიარებენ.
ამჟამად, უნივერსიტეტი 2022 წლისთვის ემზადება, KIU-ს სტუდენტებს ბევრი სიახლე, პროექტი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ელით.
მაგდა მაღრაძე:
KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულთან დაკავშირებით წელს, სამუშაო ვიზიტები განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელში. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ ცენტრის განვითარების პროცესში. ბელგიაში ქართული დროშით ციკლოტრონები უკვე გადიან ტესტირების პროცესს. KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.
NS