გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 3 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ამასთან, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.