ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით?

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც:

4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 039, აჭარაში - 487, იმერეთში - 822.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პირი, მათ შორის, თბილისში - 543, აჭარაში - 118, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 34, იმერეთში - 29

833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 - თბილისში, 199 - აჭარაში.

16 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.