საქართველოში ამ დროისთვის "ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის“ 147 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.