ავტორი:

"თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, შევალთ პარლამენტში" - ხატია დეკანოიძე

"თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, შევალთ პარლამენტში" - ხატია დეკანოიძე

"თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში" -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ხელისუფლებამ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს.

„არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას ძალიან მალე. შესაბამისად, ეს ხელისუფლებამ ზუსტად იმისთვის გააკეთა, რომ მიხეილ სააკშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს. თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში. საუბარი მქონდა „ლელოს“ ფრაქციასთან. მათი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.