შემზარავი ტრაგედია დატრიალდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სადაც ახალი წლის ღამეს ძმამ ძმა მოკლა. ახლობლების თქმით, კუთარაშვილების ოჯახში საახალწლო სუფრა იყო გაშლილი და 32 წლის ტყუპი ძმა ახალი წლის დადგომას ერთად აღნიშნავდა. მათთან სტუმრად იყო მეზობელიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სუფრაზე მთვრალ ძმებს შორის დაწყებული შელაპარაკება, ტრაგედიით დასრულდა. მამაკაცმა ტყუპის ცალი გიორგი კუთარაშვილი დანით დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო გამოდგა. ახალგაზრდა კაცს ღვიძლი დაუზიანდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ ,,გორმედის“ ექიმმა დავით გასიტაშვილმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას აღენიშნებოდა რამდენიმე დაზიანება, მათ შორის ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა და 3 ლიტრამდე ოდენობის სისხლის დანაკარგი, პაციენტი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების შემდგომ კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მსვლელობისას რამდენჯერმე კვლავ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს დანაშაულში ბრალდებული შინ დახვდათ. ის ძალოვნებმა დააკავეს. როგორ ადგილობრივები ამბობენ, დაკავებული მომხდარით შოკირებულია.
"მკვლელობა ახალი წლის ღამეს, სუფრასთან მომხდარ კონფლიქტს მოჰყვა. დედმამიშვილები არიან, თან ტყუპი. სულ 5 და - ძმა იყვნენ, სამი ძმა და ორი და, კარგი ძმობა ჰქონდათ, აქამდე მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა და იმ ღამით რა მოხდა, არ ვიცით. ჯერ ვერ ვეკითხებით ოჯახის წევრებს. ის ვიცით, რომ სუფრაზე მათთან ერთად კიდევ ერთი მეზობელი იყო, რომელიც შეესწრო ამ ფაქტს. გააგრძელეთ კითხვა