ავტორი:

ვინ არის მსახიობი, რომელიც 2021 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზსახიან მამაკაცად დაასახელეს - "ის ახლა ციხეშია და სასჯელს იხდის"

ვინ არის მსახიობი, რომელიც 2021 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზსახიან მამაკაცად დაასახელეს - "ის ახლა ციხეშია და სასჯელს იხდის"

TC Candler, ამერიკული გასართობი ინტერნეტ მედიასაშუალებაა, რომელიც გამოკითხვების შედეგად, ყოველ წელს ადგენს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სახის მქონე ადამიანთა რეიტინგს.

ამჯერად კი, 2021 წლის ყველაზე ლამაზი ადამიანების სიას გვთავაზობს.

მამაკაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა 25 წლის მიანმარელმა პინგ ტაქონმა, რომელიც მოდელი, მსახიობი და მომღერალია.

ხოლო ქალებს შორის გამარჯვება ტაილანდელმა რეპერმა, მომღერალმა და მოცეკვავემ, 24 წლის ლისამ მოიპოვა.

მედიის ყურადღება პინგ ტაქონმა მიიპყრო - საქმე ისაა, რომ მსახიობს ერთი კვირის წინ სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მიზეზი კი მიანმარში მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაა.

მსოფლიო საზოგადოება მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მსახიობს ათასობით ფანი ჰყავს და თავის ქვეყანაში ადამიანების სიყვარულით სარგებლობს.

TC Candler-ის ცნობით, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანები 45 ქვეყნის 130 000 პოპულარულ სახეს შორის შეარჩიეს.

"ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას ყველა არ დაეთანხმება. რა თქმა უნდა, სია სუბიექტურია, შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ არჩევანს, ან იპოვოთ თქვენი ახალი ფავორიტი“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.