პოლონეთში ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
სამ მათგანს ბრალი ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო ერთს კი თანამზრახველობის მუხლით წარუდგინეს.
მათ "ქართული დანის ბანდის" სახელით იცნობენ. ინციდენტი 9 დეკემბერს მოხდა.
როგორიც პოლონური მედია იტყობინება, თავდამსხმელები მსხვერპლს უთვალთვალებდნენ. ისინი თავს 26 წლის და 24 წლის მამაკაცებს დაესხნენ, რომლებიც კლუბიდან ბრუნდებოდნენ. შეიარაღებულები დაზარალებულებს ცივი იარაღით ემუქრებოდნენ, რის შედეგადაც ტელეფონი და საფულე წაართვეს. ზარალი დაახლოებით 2000 ზლოტს ითვლის. ოპერაცია სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არცერთ ქართველ თავდამსხმელს პოლონეთის მოქალაქეობა არ აქვს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქართველები 16 დეკემბერს ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.