ავტორი:

ყაზახეთში მომხდარ არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა

ყაზახეთში მომხდარ არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა

ყაზახეთში მომხდარ არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით Times of Israel ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 22 წლის ახალგაზრდა ქალაქ ალმათში ცხოვრობდა. ის პარასკევს მაშინ მოკლეს, როდესაც სახლიდან სამსახურში ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, კოგეაშვილი ყაზახეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მათივე ცნობით, ახალგაზრდის ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ.

„მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა და მას 2 ტყვია მოხვდა. ის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მასთან ერთად მყოფი 2 პირი მსუბუქად დაიჭრა“, -განაცხადა გარდაცლილის მეგობარმა როსტეასლავ ედელშტაინმა.