"საბჭოს დავურეკე და ვუთხარი: მგონი, დინოზავრი ვიპოვე", - ყვება ჯო დევისი, რომელიც ლესტერის მახლობლად, რატლანდის ნაკრძალში მუშაობს. 2021 წლის თებერვალში რეზერვუართან მან ტალახში "რაღაც უცნაური" შენიშნა, სწორედ ასე აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში იქტიოზავრის ძვლები.
ეს დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი იქტიოზავრებიდან ყველაზე დიდია - 10 მეტრის სიგრძის.
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს არსებები დელფინებს წააგავდნენ. იქტიოზავრები წყლის მტაცებლები იყვნენ, 25 მეტრის სიგრძემდე იზრდებოდნენ და დედამიწაზე 250 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
დოქტორი დინ ლომაქსი, რომელიც პალეონტოლოგისტია, მანჩესტერის უნივერსიტეტიდან მოიწვიეს, რათა გათხრებში მონაწილეობა მიეღო. მან აღმოჩენას უპრეცედენტო უწოდა ნარჩენების ზომისა და ხელშეუხებლობის გამო - "ესაა ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი ბრიტანული პალეონტოლოგიის ისტორიაში", - ამბობს მეცნიერი.
რუტლენდის რეზერვუარის მენეჯერს, ანგლია ვოთერს სურს, რომ ამ ტერიტორიაზევე დარჩეს იქტიოზავრი და ხალხს მისი დათვალიერება თავისუფლად შეეძლოს.
მოამზადა ანა სიბოშვილმა