პარლემნტარი ელენე ხოშტარია კორონავირუსს ებრძვის. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს ვირუსი ჯერ მის შვილებს დაუდასტურდათ, შემდეგ კი თავად. ელენე ხოშტარიას ოთხი შვილი ჰყავს და მეუღლესთან ერთად წყნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. ხოშტარია სინოფარმის ვაქცინით მაისის თვეში აიცრა. მოგეხსენებათ, დეპუტატი ნოემბერში სააკაშვილის ციხეზე გადაწყვანის მოთხოვნით 17 დღე შიმშილობდა. პოლიტიკური აქტის შეწყვეტის შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში ძალების აღსადგენად საავამდყოფოში იწვა.
ელენე ხოშტარია:
"ახალმა წელმა ოჯახს გვითხრა, რამდენი ხანია გაუსვლელად ერთად არ ყოფილხართო და გამოგვიგზავნა კორონა. იზოლაცია მალე რომ არ მორჩენილიყო, ყველა შვილი (და მოგეხსენებათ სიმცირეს არ ვუჩივი), რიგ-რიგობით ემატებოდა სიას. ის ის იყო რამდენიმე უარყოფითი პისიარის შემდეგ თავი გამარჯვებულად უნდა გამომეცხადებინა და იმ კვირაში საქმეებით კალენდარი ავავსე, რომ კორონამ მეც დამიქნია ხელი. კიდევ ორი კვირა ისიამტკბილე ოჯახშიო.
მოკლედ, დღეს დამიდასტურდა. ყველას მსუბუქად ქონდა, მეც დარწმუნებული ვარ მსუბუქად მექნება, ამიტომ დისტანციურად მუშაობას და აქტიურობას გავაგრძელებ. აიცერით და მოუფრთხილდით თავს“ - წერს ელენე.