ავტორი:

ქეით მიდლტონი 40 წლის გახდა - დედამთილის საყურე და მაკქუინის წითელი კაბა: ნახეთ ჰერცოგინიას საიუბილეო ფოტოსესია

ქეით მიდლტონი 40 წლის გახდა - დედამთილის საყურე და მაკქუინის წითელი კაბა: ნახეთ ჰერცოგინიას საიუბილეო ფოტოსესია

კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი 40 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით, ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.

გლამურული პორტრეტები ჰერცოგინიას ფოტოგრაფმა პაოლო როვერსიმ გადაუღო. ფოტოებზე ქეითს ალექსანდრ მაკქუინის წითელი კაბა აცვია და პრინცესა დაიანას საყურე უკეთია.

კეტრინმა მადლობა გადაუხადა ხალხს "დაბადების დღის კეთილი სურვილებისთვის."

ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინდა - ეყოლა სამი შვილი პრინცთან, მოუწია ფეხზე მყარად დამდგარიყო, როგორც საზოგადო მოღვაწე და ასევე მომავალი დედოფალი.

ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, რომელიც სამეფო ოჯახის წევრობას ახლავს თან.

პორტრეტები ჰერცოგინიამ ნოემბერში გადაიღო და ისინი ეროვნული პორტრეტების გალერეის პროექტის ნაწილია. ფოტოები სამ ადგილას გამოიფინება, რომლებიც ჰერცოგინიამ თავად აარჩია და მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პირველი ადგილი - ბერკშირი, ის რეგიონია, სადაც მიდლტონი გაიზარდა, სენტ ენდრიუსში მისი უნივერსიტეტია და სწორედ აქ დაიწყო პრინცთან ურთიერთობა და მესამე ლოკაცია ენგლსია, სადაც ის უილიამთან ერთად ცხოვრობდა ადრეულ პერიოდში.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა