ავტორი:

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დევიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის იტალიის Aviano-ს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო საავადმყოფოში გასულ თვეში მოათავსეს.

ყოფილი ჟურნალისტი, დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.