ავტორი:

ნატო-ში აშშ-ის ელჩი: "კამათი განწირულია წარუმატებლობისთვის - ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება"

ნატო-ში აშშ-ის ელჩი: "კამათი განწირულია წარუმატებლობისთვის - ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება"

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეებმა გააკეთეს ძალიან მტკიცე განცხადება ნატო-ს ღია კარის შესახებ და კონკრეტულად ისაუბრეს ალიანსის გაფართოებაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმითმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას უპასუხებს ალიანსი, რუსეთს, რომელიც მოითხოვს, ნატო-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცვალოს.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

„რაც შეეხება კამათს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ის განწირულია წარუმატებლობისთვის. მსურს დავადასტურო, რომ ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება“,- განაცხადა ჯულიან სმითმა.