ავტორი:

"ხშირად მეკითხებიან მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ჩემი პასუხია, რომ..." - ლიზა იასკოს მიმართვა უკრაინიდან

"ხშირად მეკითხებიან მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ჩემი პასუხია, რომ..." - ლიზა იასკოს მიმართვა უკრაინიდან

ლიზა იასკო დეკემბერში უკრაინაში გამგზავრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს. დეპუტატი და ექსპრეზიდენტის ახლანდელი მეუღლე წერს, რომ არ უნდა აყვეს ხალხი პროვოკაციებს, რათა არ მოხდეს მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანა. ლიზას ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით დიდი იმედი აქვს და წერს, რომ ლოცვის გარეშე არაფერი იქნება...

ლიზა იასკო:

- 2022 წელს პირველად გავდივარ პირდაპირ ეთერში. ხშირად მეკითხებიან მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ჩემი პასუხია, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანის შემდეგ სიახლე არ ყოფილა. ის უმეტესად იზოლირებული იყო. თითქმის ორი კვირა ვერ ნახულობდნენ ახლობლები და ექიმები. ადვოკატებს მხოლოდ შეზღუდულად უშვებდნენ და ისიც მხოლოდ რამდენიმეს.

სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან მასთან მის ექიმებს არ უშვებენ. ახლახანს უკრაინამ საქართველოს მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინელი ექიმების დაშვების თხოვნით ორი ნოტა გაუგზავნა, ის ხომ უკრაინის მოქალაქეა.

თუმცა სიახლე არ არის. პასუხები ისევ არ არის, არც არანაირი რეაქცია. ახალი წლის შემდეგ უკრაინის კონსულმა მისი ნახვა მხოლოდ დღეს შეძლო. მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. განსაკუთრებით საახალწლო არდადეგებზე ინფორმაციული იზოლაცია საშინელებაა. განსაკუთრებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც მიხეილი აღმოჩნდა.

სიახლე ისაა, რომ ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, თბილისის დროით 13:00 საათზე და კიევის დროით 11:00 საათზე. მიხეილი კი მასში მონაწილეობას გეგმავს. სასამართლოში პირველად იქნება უკრაინელი ადვოკატი ევგენ ჰრუშოვეციც.

რას აკეთებენ უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად? - დიპლომატიურ დონეზე ეს საკითხი მუდმივად განიხილება, მათ შორის ევროპელ ლიდერებთან, როგორც საჯარო ისე, პირადი კომუნიკაციის დროს.

ნუ მოგატყუებთ საინფორმაციო პროვოკაციები, რომლებიც სპეციალურად იქმნება, რათა მთავარი თემებისგან - მიხეილის თავისუფლებისგან მოხდეს ყურადღების გადატანა.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კარგი ამბები იქნება! მაგრამ ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება! მის გარეშე არაფერი მოხდება!“ – წერს ლიზა ვიდეოჩართვის კომენტირებისას.