ავტორი:

დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება - რას აცხადებენ მეცნიერები?

დედამიწას 1.1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება - რას აცხადებენ მეცნიერები?

18 იანვარს, დედამიწას დაახლოებით 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი ჩაუქროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კოსმოსური სააგენტო, ნასა ავრცელებს.

ის დაახლოებით 76 000 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დედამიწას 2 მლნ კილომეტრის მოშორებით ჩაუვლის. ეს შეიძლება უსაფრთხო მანძილად ჟღერდეს და ასეც არის, მაგრამ კოსმოსური სტანდარტებით, მსგავსი, დიდი ზომის ობიექტზე საუბრისას, ახლო მანძილად ითვლება. ეს ასტეროიდი 1994 წელს აღმოაჩინეს და "7482"-ის სახელითაა ცნობილი.

მედიის ცნობით, არავინ ელის, რომ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება. აღსანიშნავი ის ფაქტია, რომ ნასას გათვლებით, მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, ის ერთადერთი ასტეროიდი იქნება, რომელიც ასე მოუახლოვდება ჩვენს პლანეტას.

"7482" ასტეროიდების კოსმოსური ქვის კატეგორიას მიეკუთვნება, შემოკლებით მათ NEO-ს სახელით იცნობენ. ეს ობიექტები, დედამიწასთან 50 მილიონი კილომეტრის სიახლოვეზე მოძრაობენ. ნასას სულ 28 000 მსგავსი ობიექტი აქვს აღმოჩენილი და წლიურად, 3 000 მაინც ემატება მათ რიცხვს.

"7482"-ის დედამიწას 18 იანვარს, ჩვენი დროით, 01:51 საათზე ჩაუვლის. ასტეროიდის შეუიარაღებელი თვალით დანახვა სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება, მაგრამ პატარა ტელესკოპით მას მარტივად დაინახავენ.

წყარო: abc7

მოამზადა ანა სიბოშვილმა