ავტორი:

"აბა, გამოიცანით.." - მიხეილ სააკაშვილის კითხვა სასამართლო დარბაზში "ყველაზე ჭკვიანებს"

"აბა, გამოიცანით.." - მიხეილ სააკაშვილის კითხვა სასამართლო დარბაზში "ყველაზე ჭკვიანებს"

"აბა, ოთხიდან ერთი გამოიცანით, რის გამო იმყოფება დღეს, სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ - ბუქარესტის ფორმულირების ავტორი, რის გამოც ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს ფორმულირება გაუქმდეს. ეტყობა, რაღაცისთვის მიმღწევია ჩემს ცხოვრებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ის ციხეში რამდენიმე ფაქტორის გამო იმყოფება.

„იცით, რომ გუშინ და გუშინწინ იმართებოდა ნატო-ს და რუსეთის შეხვედრა, სადაც რუსეთი ითხოვდა ამოეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ამერიკელების დახმარებით 2009 წელს ბუქარესტში გავიტანეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრი. მე მინდა, განსაკუთრებით ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა, როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე დღეს ციხეში? პირველი, „კოსტუმების“ ყიდვის გამო; მეორე, საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გამო; მესამე, იუშენკოს აბანოში მომსახურების და შამპუნის ფასის გამო, მეოთხე ვარიანტი არის ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს 2008 წელს. აბა, ოთხიდან ერთი გამოიცანით, რის გამო იმყოფება დღეს, სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ - ბუქარესტის ფორმულირების ავტორი, რის გამოც ყველაფერს იგლიჯს პუტინი რომ ეს ფორმულირება გაუქმდეს. ეტყობა, რაღაცისთვის მიმიღწევია ჩემს ცხოვრებაში. ბუქარესტში, მახსოვს სამი უძილო ღამე, როდესაც ერთად ვიბრძოდით პრეზიდენტ ბუშთან, პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად გერმანელების და ფრანგების წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.